არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია:
ესენია:
ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
მახირ დარზიევი (უმრავლესობა),
მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”),
თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა),
იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
სამველ მანუკიანი (უმრავლესობა),
ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი),
რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი),
რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა),
დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა, პარტიის რეგიონალური მდივანი)
ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა),
გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა),
ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).
პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო – არ არის საჭირო პარლამენტში დეპუტატი, რომელსაც არც მოსაზრება აქვს, არც კითხვა და არც შენიშვნა.
მართალია, არჩილ თალკავაძემ სცადა მდუმარე დეპუტატების გამართლება და დაგვამუნათა საქმეს აკეთებენო – მაგრამ, სხვა სტატუსით აკეთონ ის საქმე, საკანონმდებლო ორგანოს თავისი საქმე აქვს, სპეფიციური და მას ნამდვილად სჭირდება წინადადებისთვის თავის მოყრა და საუბრის ცოდნა.
ისედაც – რაღაცა არც ეგ საქმე ჩანს, ბატონო არჩილ, რომ იცოდეთ.
კეთილი რჩევაა – ლექსების მოყოლით დაიწყეთ, ბიჭებო, სარკის წინ და იქნებ, ოდესმე რამდენიმე ფრაზისთვის თავის მოყრაც შეძლოთ,
კომენტარები