უგემრიელესი ქათმის ჩახოხბილის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
ქათმის ხორცი 1 – 1.5 კილო
წყალი 500 მლ
დაფნის ფოთოლი 2 ცალი
1 მოზრდილი თავი ხახვი
წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა
2 – 3 ცალი პომიდორი
2 ს/კ ტომატი
4-5 კბილი ნიორი
მარილი
წითელი დაღერღილი წიწაკა
ხმელი რეჰანი
ქინძი
მარილი
ქათამი დაჭერით და ჩააწყვეთ ქვაბში, დაუმატეთ წყალი და დაფნის ფოთლები. მოხარშეთ საშუალო ზომის ცეცხლზე. მოხარშული ქათმის ნაჭრები ამოიღეთ, ნახარში წვენი კი შეინახეთ.
მოშუშეთ მცირეოდენ ნახარშ წვენში წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ კანგაცლილი წვრილად დაჭრილი პომიდორი, ტომატი, ბულგარული წიწაკა, სანელებლები (წითელი დაღერღილი წიწაკა და ხმელი რეჰანი), დაჭყლეტილი ნიორი, მარილი გემოვნებით და დაასხით ნახარში წვენი, ჩააწყვეთ მოხარშული ქათმის ნაჭრები და წამოადუღეთ, მოაყარეთ ქინძი და უგემრიელესი ჩახოხბილი მზად არის.
მომზადება იხილეთ ვიდეორეცეპტში
#ქათმისჩახოხბილი
#ბიუბიუ
კომენტარები