მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ გუშინ სოციალურ ქსელში ახალი, ცისფერი “პორშეს” ფირმის მანქანის ფოტო გამოაქვეყნა.
ალექსანდრა პაიჭაძე ამბებთან საუბრობს:
დაბადების დღე დეკემბერში მაქვს. ეს საჩუქარი უბრალოდ “არსებობის” გამო მივიღე ამ სამყაროსგან. რეალურად კი ორი თვეა ეს მანქანა მყავს, მე და ჩემ საყვარელ ადამიანს ურთიერთობის ორი წელი შეგვისრულდა და მინდოდა ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღის დროს გამომექვეყნებინა. ჩემი შეყვარებული დამეხმარა რომ ახალი მანქანა შემეძინა, მანამდე რაც მყავდა, გავყიდეთ.
– ამბობენ, რომ ცნობილ მამაკაცს უნგრევდი ოჯახს….
– ოჯახები თვითონ ინგრევა, მე არასოდეს მიზეზი არ ვყოფილვარ. უბრალოდ ასეთ გიჟურ პერიოდში გადავეყარეთ ერთმანეთს და უფრო ნათელი გახდა, ვის რა სურს ცხოვრებაში… უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემ ძვირფას ადამიანს. საერთოდ ასეა ცხოვრებაში, მესამე და გარემო ფაქტორები არაფერ შუაშია. როდესაც ადამიანები აცნობიერებენ რომ ერთად ყოფნა აღარ უნდათ, იქ არაფერ შუაში არ არის მესამე ადამიანი. მე ასე ვთვლი, ჩემს ურთიერთობას რომ ბზარი გაუჩნდება, ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი მეორე ნახევრის ბრალი იქნება. ძლიერი ქალი ამით გამოირჩევა სუსტისგან.
-90 პროცენტი რაც ჩემზე იწერება, ტყუილია. მიჩვეული ვარ და არ მადარდებს. საინტერესო ადამიანი ვარ და ჩემ გულისთქმას მივყვებოდი მუდმივად. ცხოვრებაში ყველა სიახლისთვის მზად უნდა იყო, არ შეიძლება ტყუილში და ილუზიებში ცხოვრება, არ უნდა გეძინოს. იცხოვრო და გეძინოს. ადამიანი სულ სიახლეების მაძიებელი უნდა იყო, ეს არის მთავარი „დრაივი“ ცხოვრებაში. შენი გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ გულწრფელი უნდა იყოს. მე ცხოვრებაში არავისთვის მიმიყენებია ზიანი.
– ცნობილი მამაკაცი ვისზეც ჭორაობდნენ, ახლაც თქვენს გვერდით არის?
– დიახ, ორი წელი შეგვისრულდა და ძალიან ბედნიერები ვართ. ამ ინტერვიუს საშუალებითაც ავუხსნი სიყვარულს და გამოვხატავ მისი საოცარი ადამიანობის მიმართ პატივისცემას.
– საჯარო როდის გახდება თქვენი ურთიერთობა?
– არ მინდა, თვალი მეცემა. როდესაც ორ ადამიანის შორის არის ინტიმურობა, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არ დაირღვეს სხვების ჩარევით, თუნდაც დასახმარებლად. არასოდეს მჯეროდა ადამიანების დახმარების. თორემ სხვა დამხმარე ძალები, რომლებიც ჩემი ცხოვრების წეს მოყვება, იმის მჯერა, უბრალოდ ეს არ ჩანს ჰაერშია, რაც ჩემთვის არსებობს ეზოთერიულად და რწმენით. ძალიან კარგ მდგომარეობაში ვარ და მინდა ბევრი ქალი იყოს ასე. ეს გასწავლის შენი თავის სიყვარულს, პატივისცემას და მერე სულ არ გადარდებს კაციც და მანქანაც. თვითსიყვარულის შემდეგ იმხელა რაღაცას შემოდის ადამიანის ცხოვრებაში, რომ გამორიცხულია რამე დაგაკლდეს.
– ასაკობრივი სხვაობა თუ მოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე?
– ჩემხელა მამაკაცებს ვერაფერი გავუგე. ჩვენ შორის 20 წელია ასაკობრივი სხვაობა და ჩემთვის ეს ნორმალურია. ის ცნობიერება რაც პატარა ბიჭებს აქვთ, საინტერესო არ არის. მომწონს დაღვინებული, ბრძენი ადამიანები, როგორც სამეგობროდ, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვიდრე სარეაბილიტაციო ადამაიანები, რომლებიც შენგან ითხოვენ იყო დედა, მამა, ძმა, შეყვარებული, მზარეული.
– წარმატებული, ლამაზი ქალი ხარ, ბევრი თაყვანისმცემელით, არ ეჭვიანობს საყვარელი მამაკაცი მათზე?
– მე პირადად მოხსნილი მაქვს ეჭვიანობის მომენტი, ხანდახან ცოტა ცეცხლის დასანთებად თუ გავაკეთებ ამას, ყველა პრობლემას იუმორში ვწყვეტ. ჩემი შეყვარებული კი ჩემზე ასიათასჯერ ეჭვიანია, მაგრამ ერთხელაც არ მიმიცია მიზეზი, რომ მას დისკომფორტი ეგრძნო, ერთგული და მონოგამი შეყვარებული ვარ.
წყარო – ამბები
კომენტარები