„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩემს დროს რატომ ვერ ბედავდნენ 21 ივნისს და რატომ ვერ ბედავდნენ პოლიტპატიმრების დაკავებას“, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ერთმნიშვნელოვნად, გიგი უგულავა პოლიტპატიმარია და ვანო მერაბიშვილი არ მიმაჩნია პოლიტპატიმრად, რომ მგონებოდა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია -გამოვუშვებდი. არც ბაჩო ახალაია არ მიმაჩნია პოლიტპატიმრად.
21 ივნისის შემდეგ შეიცვალა რეალობა საქართველოში.
გეუბნებით არც ვანო მერაბიშვილი მიმაჩნია პოლიტპატიმრად, არც ბაჩო ახალაია, არც გიგი უგულავა არ მიმაჩნდა. იმიტომ, რომ კითხვები იმასთან დაკავშირებით მან დააშავა, თუ არ დააშავა, იმ მომენტში არც იდგა და ლოგიკურიც იყო.
მაგრამ… გიგი უგულავას დღეს რომ ამოუქექეს რაღაცა საქმე, რატომ არ ჰქონდა ამოქექილი აქამდე? ძალიან მარტივად, ვაჭრულად, რად მინდა ციხეში რომ იჯდეს, მე მასზე დავიჭერ კომპრომატს ხელში და მას ეცოდინება, რომ თუ რამეა ციხეში ჩავსვამ. ეს არის სამართლიანობა?“
კომენტარები