მმართველი გუნდის წევრს, რატი იონათამიშვილს მიაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების ჩაშლა “მიზეზების ძებნა” ან არაკონსტრუქციულობის მცდელობაა. მისი თქმით, გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯა არ უნდა მიებას მთავრობასთან მოლაპარაკებების ფორმატს.
“მე ვფიქრობ, რომ ერთმანეთთან ნამდვილად არ არის კავშირში და ვისაც ამისი [კავშირის] გაბმა სურს ვფიქრობ, რომ ის ან მოლაპარაკებების მნიშვნელობას ვერ აფასებს, ან განზრახ ეძებს მიზეზებს იმისთვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდეს, არ იყოს კონსტრუქციული”, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არ აქვს მნიშვნელობა პირი არის მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი.
კომენტარები