„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გიგი უგულავას მხრიდან დანაშაულის აღიარება არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების საკითხი განიხილოს.
„კანონში მოთხოვნა, რომ პირმა უნდა აღიაროს დანაშაული შეწყალების თხოვნამდე, არაა. პირის შეწყალების თაობაზე შეიძლება მიმართოს პრეზიდენტს თვითონ პირმა, ადვოკატმა, სხვა პირმა, ოჯახის წევრმა. ფართოა ის წრე, რომელმაც შეიძლება მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებაზე. აქ არანაირი აღიარების ვალდებულება არაა. როდის, როგორ და ვინ მიმართავს პრეზიდენტს გიგი უგულავასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეეებში გადაწყდება. შეიძლება ეს გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაც იყოს, თუმცა, გადაწყვეტილება არაა ჯერ მიღებული“
კომენტარები