ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში, ხელისუფლებაში… რას გააკეთებს ვანო მერაბიშვილი ახლო მომავალში? მოვა პოლიტიკაში და რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ითანამშრომლებს? რა ბერკეტები აქვს საიმისოდ ხელისუფლებას, რომ მერაბიშვილი სათავისოდ გამოიყენოს?
„ალიას“ ამ და სხვა კითხვებს, სამოქალაქო აქტვისტი, ლაშა ამირეჯიბი უპასუხებს.
– ლაშა, ვანო მერაბიშვილი გამოსვლა, რას შესცვლის ქართულ პოლიტიკაში?
– ვანო მერაბიშვილი იმდენად სახელგატეხილი და სისხლიანი ნაძირალაა, მაგასთან საქმის დაჭერა, მაგასთან ერთად პოლიტიკის კეთება, არავის აწყობს. თუმცა, ქართული პოლიტიკა იმდენად ბინძურია, არც ის გამიკვირდება, მერაბიშვილის ადგილიც გამოჩნდეს. გაძეძგილია ჩვენი პოლიტიკური სპექტრი „ნაცების“ დროინდელი მკვლელებით თუ მკვლელობების შემკვეთებით, სხვა ჯურის დამნაშავეებით. ამას დაამატე დღევანდელი ხელისუფლების დამნაშავეები, ხელს რომ არავინ არ ახლებს და მთელი ხელისუფლება მაგათზეა გადაფოფრილი. ნორმალურ ქვეყნებში, მერაბიშვილისთანა გარეწრების ადგილი არ არის პოლიტიკაში, ციხიდან გამოსვლის მერე, არც კი გაიფიქრებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი მოსულა. პოლიტიკა იქცა კრიმინალთა თავშესაფრად, პოლიტიკაში ყოფნა ერთგვარ იმუნიტეტად იქცა და ეს იმუნიტეტი, შესაძლოა, მერაბიშვილსაც სჭირდება. არც იმას გამოვრიცხავ, კომპრომატები ჰქონდეს ვანოს ყოფილ თანაგუნდელებზე და „ნაცმოძრაობაში“ თუ „ევროპულ საქართველოში“ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ადგილი, მათი გამოყენებით დაიკავოს, დააშანტაჟოს ამ პარტიის ლიდერები. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია, ერთ ან მეორე პარტიას, რომელთა ლიდერებს ისედაც უამრავი ცოდვები აქვთ, რატომ უნდა სჭირდებოდეთ კისერზე ლოდად დაიკიდონ კიდევ ერთი სისხლიანი ლიდერი? მე მაინც მგონია, რომ ვანოს დიდი დღე არ უწერია. ვიღაც გამოჩნდება და თავს მოაჭრის, მოკლავს. უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული და ერთი თავზეხელაღებული შურისმაძიებელი გამოჩნდება და მაგას დედას უტირებს. აი, ეს არის ჩემი ვარაუდი, სიმართლე რომ გითხრა.
– არავის არაფერი მოკითხეს და რაღა ვანო მერაბიშვილს მოკითხავენ?
– ვანო იყო „ნაცების“ დროს რაც ძალადობა ხდებოდა, ყველაფრის ორგანიზატორი, მიშასთან ერთად, ყველა სისხლიანი დანაშაულის შემკვეთი. ყველამ კარგად ვიცით, რომ მერაბიშვილი მარტო შინაგან საქმეთა მინისტრი არ იყო, ყველა ძალოვან სტრუქტურას ეგ აკონტროლებდა, ციხეებსაც მათ შორის და ყველა მძიმე დანაშაულში, მინიმუმ წილი უდევს და უმეტესობა მაგის შეკვეთილია. რამდენი ახალგაზრდა, უდანაშაულო ბიჭი ჩააწვინა მიწაში? რამდენი დაახეიბარა? რამდენი გააუპატიურეს და რამდენს დაუმახინჯეს სული და ცხოვრება? რამდენს წაართვა ქონება, ბიზნესი? რაც ათწლეულები იწვალა ხალხმა, ძლივს მოაგროვა, მარტო ის კი არა, აი, მშობლებმა და პაპა–ბებიებმა რომ დაუტოვეს, ბევრს ისიც კი წაართვა. ამიტომ ვფიქრობ, გამოჩნდება ვინმე, ვინც მაგას დედას უტირებს!
– როგორ წარმოგიდგენია, „ქართული ოცნების“ ოპონენტი ნაპატიმრალი ვანო მერაბიშვილი? ბიძინა ივანიშვილმა თუ მოინდომა, ძალიან მალე შეაბრუნებს ციხეში. სხვებზე რა გითხრა და მერაბიშვილზე უამრავი საჩივარია პროკურატურაში თაროზე შემოდებული. იმათგან ერთს ჩამოაღებინებს ირაკლი შოთაძეს და გაისტუმრებს ისევ „მატროსოვზე“.
– ეგ თავისთავად და გარდა მაგისა, გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა საჩივარი შეიტანა პროკურატურაში. „მუხროვანის ამბოხის“ ვიდეოში ორ გვამს რომ ითხოვს ვანო, ის ორი გვამი მაგას, ფაქტობრივად, მიუტანეს. ერთი გია კრიალაშვილისა და კობა ოთანაძეს კიდევ 30 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მკვდარი ეგონათ და სასწაულებრივად გადარჩა. მანქანაში ჩაცხრილეს ორივენი და იქიდან მერე, სროლა რომ მორჩა, გადმოყარეს ასფალტზე. სასიკვდილოდ გაიმეტეს ორივე. აბა, 30 ტყვიას რომ მოარტყამ, გამეტებაა, სხვა რა არის? მერე აღმოაჩინეს, რომ ოთანაძე მკვდარი არ იყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქ კიდევ ვეღარ გაბედეს მისი მოკვლა, უკვე დიდი ამბავი იყო ატეხილი. მუხროვანში არანაირი ამბოხი არ ყოფილა, ეს ყველამ კარგად ვიცით. კრიალაშვილი და ოთანაძე იქ შემთხვევით აღმოჩნდნენ, მუხროვანის სატანკო ბატალიონის მეთაურები და წევრები, წინა დღეს ბატალიონის შტაბის უფროსისა და ოფიცრების დაჭერის ფაქტს აპროტესტებდნენ. ეს იყო ანკესი, რომელზედაც წამოეგნენ კრიალაშვილი, ოთანაძე და ლევან ამირიძე. ამ დანაშაულზე არც ვანოს უგია პასუხი, არც მიშას და ორივემ უნდა აგოს. წესით, ვანო უნდა შეაბრუნონ ციხეში ამ დანაშაულის გამო. თუმცა, ეს მაშინ მოხდება, თუ ხელისუფლებისთვის უსარგებლო აღმოჩნდება. თუ ვანოს ფაქტორმა იმუშავა, „ქართულ ოცნებას“ თუ ხმების მოტანაში დაეხმარება არჩევნებზე სისხლიანი ვანო, მაშინ აპატიებენ ამ და სხვა დანაშაულებებსაც. მოკლედ, ვანოს გამოყენებას ეცდება ხელისუფლება თავის სასარგებლოდ.
– და რამდენად ზნეობრივი იქნება, ასე თუ მოხდა?
– რომელ ზნეობაზე მელაპარაკები, კბილებით არიან ჩაბღაუჭებულნი ხელისუფლებას. მეტსაც გეტყვი. მე იმასაც ვეჭვობ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. სტრასბურგის სასამართლოში რაც ვანო მერაბიშვილის საქმე დასრულდა, იმის მერე მაგას ხმა აღარ ამოუღია, სადღაც 4 წელი იქნება. ახლა გამოდის და ციხის კართან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას, ხელისუფლების დასრულებითა და მეტიც, დამხობით იმუქრება. რომელი ნელსონ მანდელა მყავს ვანო? თუ პოლიტიკური აქტიურობა უნდოდა, ეს 4 წელი რატომ ჰქონდა ხმა ჩაწყვეტილი? მგონია, ეს განცხადება ხელისუფლების დაკვეთით გააკეთა. „ბუა ვანოს“ გააქტიურება, მისი ციხიდან გამოსვლის დღიდან დაიწყო…
– რაც ხელისუფლების გარეშე არ მოხდებოდა.
– რა თქმა უნდა. გიგა ბოკერია რომ დაძვრებოდა ვანოსთან ციხეში, ჩვენ რა ვიცით რა ამბები მიჰქონდა მასთან, რა დავალებებს აძლევდა რაღაც გარანტიების საფასურად? ახლა, ბოკერია ბიძინას რომ ჯიბეში უზის, ამაზე მთელი ქვეყანა ლაპარაკობს და მეც ასე ვფიქრობ. იქამდე მივდივართ, რომ ბოკერიას ინსტრუქტაჟით მოქმედებდა მერაბიშვილი, როდესაც ხელისუფლების დამხობით ემუქრებოდა და ეს სცენარი ბიძინასთან იყო შეთანხმებული. ეგრე გამოდის. რა გარანტიებს მიიღებს საბოლოოდ ვანო, ეგ თავად მაგაზეა დამოკიდებული. ივაჭრებენ და რა სარგებელსაც მოუტანს ვანო „ქართულ ოცნებას“, იმდენ და იმგვარ გარანტიასაც მიიღებს. ვანოს რა სჭირდება? თავისუფლება და ის ფული და ქონება, რაც მოიპარა, რაც რეკეტითა და სხვა უკანონო გზით იშოვა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შეინარჩუნოს. თუ მორიგდნენ, თავისუფლებაც ექნება და იმ ფულსაც შეარგებენ, რაც იშოვნა.
– გიგი უგულავას დაჭერა, ციხეში შებრუნება როგორ ჯდება ამ კონტექსტში? ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა, ერთი ბუა, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოადგებოდა ხელისუფლებას, დაიჭირა არჩევნებამდე, იმის ნაცვლად, რომ არჩევნებში გამოეყენებინა უგულავას ფაქტორი. უგულავა ხალხს არ ხოცავდა, მაგრამ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი.
– უგულავას დაჭერა, ამ ვერსიას ამყარებს. გიგი იმიტომ გამოუშვეს ციხიდან, რომ ჩუმად ყოფილიყო. ნუ, აქა–იქ გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები, იმდენი და ისეთი, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და პირველ რიგში, თბილისელები დაეშინებინა. თუმცა, გიგიმ სიტყვა გატეხა, ძალიან გააქტიურდა, მართლა მოინდომა ხელისუფლების დამხობა. შარშან, 20–21 ივნისის მოვლენებისას, პარლამენტთან წინა რიგებში იდგა. მოკლედ, ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნა. ოპოზიციონერობა უნდა ეთამაშა და მართლა ოპოზიციონერი გახდა. ჰოდა, ადგნენ და შეაბრუნეს ციხეში. ახლა იხტუნაოს რამდენიც უნდა. თუ ვანოც გატეხს სიტყვას, მასაც იგივე ბედი მოელის. ვიმეორებ, რომ ჯერ ვაჭრობა მიდის იმაზე, რა სარგებელს მოუტანს ვანო „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე. მარტო ბუას ფაქტორი არ იქნება აქ. შესაძლოა, ვანომ, ფარულად ცხადია, მთელი სამხცე–ჯავახეთის ხმები მისცეს „ოცნებას“. ამას ნუ გამორიცხავ. ამ რეგიონში გავლენა აქვს და რა მოხდება, კაცმა არ იცის.
– მოკლედ, ახლა ვანო მერაბიშვილი საარჩევნო საშუალებად იქცა ამ ხელისუფლებისთვის და მას არც აგებინებენ პასუხს იმ დანაშაულებებისთვის, რაც ჩაუდენია. კი, სამ საქმეზე მოიხადა სასჯელი, მაგრამ კიდევ ბევრი აქვს დაშავებული.
– ეტყობა, რომ არც მოუწევს სხვა დანაშაულებებზე პასუხისგება. ეს რომ სდომებოდა ხელისუფლებას, აქამდე გააკეთებდა, 8 წელი გახდება მალე, ხელისუფლებაშია „ქართული ოცნება“.
– ვანო მერაბიშვილის ბუად გამოყენებას რომ აპირებს ხელისუფლება ეს იქიდანაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებმა, სოციალური ქსელით, მისი ციხიდან გამოსვლამდე დაიწყეს „ორი გვამის“, ვანოს სხვა დანაშაულებების, მის დროს დახვრეტილი ბიჭების ფოტოების, სიების დატრიალება. ხალხს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რა აქვს ჩადენილი მერაბიშვილს.
– გეთანხმები. მაგას ვამბობ, ციხის კარიდან დაიწყო ვანომ მართული ოპოზიციონერის თამაში, იმ ბუას თამაში, რომელიც, შესაძლოა, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს და ისევ დახოცოს და აწამოს ხალხი. ეს ვიდეოები და ვანოს ჩადენილი დანაშაულებების სხვა მტკიცებულებები რომ დაატრიალეს „ქოცებმა“, ჩვენ ეგ არასდროს დაგვიწყებია. მე და შენ, უკვე წლებია მაგაზე ვლაპარაკობთ „ალიაშიც“ და სოციალური ქსელითაც. ადგნენ და თავიანთ მმართველებს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს შეახსენონ, რომ ვანო დამნაშავეა, შეახსენონ ის საქმეები, რაც მაგას აქვს ჩადენილი და მოსთხოვონ ამ საქმეებზე რეაგირება, მოსთხოვონ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. მარტო ვანოს კი არა, ყველას დასჯა, ვინც დასასჯელია, მაგრამ ამაზე კრინტს არ ძრავენ, მარტო ხალხს ახსენებენ ვანოს ავკაცობას და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ვანო ბუად სჭირდებათ და ეს „ქოცები“, მაგათი ყველაფრის „გამპრავებლები“ სოც–ქსელში, ზუსტად მაგაზე მუშაობენ. ვანოს ახსენებენ ხალხს, მის მიერ ჩადენილ საშინელებებს და ხელისუფლებას ამ საქმეებია გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას არ სთხოვენ. მარტო „ფეისბუკს“ არ ვგულისხმობ, იმ სააგენტობსაც ვგულისხმობ, რომელთაც „ქართული ოცნება“ აფინანსებს.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №7
კომენტარები