ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“ქართველი პოლიტიკოსების ტვინში ვერაფრის დიდებით ვერ შევიდა (მიყვარს ორმაგი უარყოფა) ის ელემენტარული მოცემულობა, რომ როდესაც უცხოეთიდან ვინმეს ელაპარაკებიან ტელეფონით ან უგზავნიან ხმოვან შეტყობინებას….ისევე, როგორც როცა საქართველოდან – უცხოეთში ელაპარაკებიან ვინმეს და უგზავნიან ხმოვან შეტყობინებას, ეს ყოველივე გაივლის ჯერ კიდევ საბჭოთა დროს გაყვანილ საკომუნიკაციო ქსელს სოჭში და ხვდება საანალიზოდ ლუბიანკაზე.
ცხინვალელები დაასაქმეს იქ, ქალები და კაცები, რომლებმაც ქართული კარგად იციან.
შიფრავენ და არიან.
აი მერე ვის ხელში და როგორ აღმოჩნდება, ეს ამდენად საინტერესო აღარაა.
`ამაზრზენიაო`.
ამაზრზენი ზუსტად ისაა, რომ არ ვართ ნორმალური საზოგადოება.
ნორმალურ საზოგადოებაში ამ ჩანაწერთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვა დაისმებოდა: `მართლა მისი ხმაა თუ არა`. ელემენტარული ექსპერტიზაა საჭირო. ევროპაში იოლად ატარებენ.
შესაბამისად `ვინ`, `როდის`, `ვის` `რამდენად` და ასე შემდეგ.
და არა ასე—უი არ გაავრცელოთ არააააა…ამაზრზენია…არ გაავრცელოთ, დამალეთ, არაფრის გარკვევას არ დავიწყებთ…..არ თქვათ…არ გაავრცელოთ….დამალეთ…..ამაზე ნუ ილაპარაკებთ…….
`სიტყვის თავისუფლება და სკანდალი` მხოლოდ მაშინ, როცა `ჩვენ გვაწყობს`
როცა არ გვაწყობს – არა!
`არ გაავრცელოთ……..` `არ თქვათ`…არ გაარკვიოთ. არ ყოფილა არა…….
ნურას უკაცრავად: ჯერ ყოველივე გაირკვეს და `ამაზრზენია` თუ არა ამას მერე (როცა ყოველივე აბსოლუტურად ღიად გაირკვევა) მე გადავწყვეტ – სხვისი მითითების გარეშე.”
კომენტარები