დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
ნავალნის ნუ ადარებთ სააკაშვილსო დაწერა ზოგიერთმა (ნაც მოძრაობის დროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის ცოლმა),ზოგიერთმა “ქოცნების” წევრმაც, ზოგიერთმა მოოპოზიციო პოლიტ კეკლუცმა და “მატრაკვეცამ” და ა.შ ….უი, არა ბატონებო, არც ვადარებ ნავალნის სააკაშვილს, როგორ გეკადრებათ?! ნავალნის (რომელიც პუტინის ტერორისტულმა რეჟიმმა მოკლა) სურვილი ჰქონდა და იბრძოდა, უნდოდა აეშენებია სახელმწიფო ინსტიტუტები, მას სურვილი ჰქონდა მომავალში აეშენებია დასავლური ტიპის ინსტიტუციებით სახელმწიფო და ამის გამო მოკლეს, ხოლო სააკაშვილმა უკვე ააშენა!!!!!ახლა წარმოიდგინეთ როგორ. ადგას ყელზე პუტინს სააკაშვილი, რომ ნავალნის “რუსი სააკაშვილი “უწოდა !! ასე, რომ ვერ შევადარებ ! “ნავთქურებიანი”, კორუფციაში “ჩამპალი” ქვეყანა ჩაიბარა და დასავლური ინსტიტუტები ააშენა – შექმნა. ჰოდა, თან როდის და რა პერიოდში მიიღო უდიდესი დარტყმა პუტინისგან, მაშინ როცა მსოფლიომ ასე ზუსტად ჯერ კიდევ არ იცოდა და არ სჯეროდა ბოროტი იმპერიის ასე შორს წასული ზრახვებისა, ასე რომ “მშვიდად” იყავით “პაივცემულო კეკლუცო ოპონენტებო”, არ და ვერ შევადარებ სააკაშვილს ნავალნის!თავისუფლება პუტინის პატიმარ მიშა სააკაშვილს!
კომენტარები