მრავალათასიან სოციალურ გვერდზე ფეისბუქში – “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი” ვინმე გიორგი მოდებაძე ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“ღმერთო რა გავაკეთო აღარ ვიცი, რამდენიმე პრობლემაზე ერთად მინდა დავწერო, დავიღალე. ვისაც ეს ეხება ან ვისაც გაქვთ საშუალება იქნებ რამე მოიფიქროთ ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით. ვითომ გაამკაცრეს… მითხარით რა შეიცვალა ვისაც ეს პრობლემა გქონდათ რა? ყველა ტოტალიზატორს თავის სტრიმი აქვს სადაც მინიმუმ 3000 ლარით ყოველდღე ტიპები თამაშობენ და ადამიანებს ვისაც ნებისყოფა არ აქვთ და თავის თავს ებრძვიან უპიარებენ სხვადასხვა სლოტს. არ გცხვენიათ? კაი დამკვეთს თავმოყვარეობა არ აქვს ფულისს კეთებიდან დაბრამევებულები არიან, მაგრამ სტრიმერები თვითონ ( თან ზოგი საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი მსახიობი,მომღერალი….) მაინტერესებს ბარიგებისგან რითი განსხვავდებით? ღმერთოო… 15 წელს ზევით ბავშვების მინიმუმ 20 %. მშობლებო კარგად დააკვირდით თქვემს შვილებს რას აკეთებენ ისე რომ ვერ შეგამჩნიოთ და მიხვდებით რომ მართალი ვარ. მაგრამ ვინ უნდა გააკონტროლოს? შსს მინისტრს ფაქტებს უდებენ რომ ერთ ერთი ონლაინ კაზინოს მფლობელია და ტიპი კომე ტარს არ აკეთებს. ბევრი მინდა ამ თემაზე დავწერო მაგრამ … თემა მეორე. დასაქმება….. მეორე კოშმარი. ნუთუ ხალხნო, დამსაქმებელო ადამიანობა დაკარგე? ადამიანი მიგყავს 10 დღეს ეუბნები შეგასწავლითო და ჩვეულებრივად ანაზღაყურებადიაო და… მეშვიდე დღის ბოლოს ეუბნები ამ ეტაპზე აღარ გვჭირდება ძველი თანამშრომელი დაბრუნდაო და დაპირებულსაც ნახევარს უხდი ( მითუმეტეს იცოდა როგორ ძალიან მჭირდებოდა და თითო თეთრს რა მნიშვნელობა ქონდა) პირობებზე და ხელფასებზე აღარ დავწერ. ღმერთო როგორ დავიღალე ბანკი, ქირა, წამალი, …. ყველა თვე ერთიდა იგივე. არ ვიცი მე ვეღარ ვუძლებ აღარ შემიძლია მართლა. არავის სეცოდება და დახმარება არ მჭირდება საერთოდ(მე თავად არ შევიცოდე ჩემი თავი) მაგიტომ არ ვწერ, უბრალოდ მინდა ბევრ ჯგუფში დავდობერვი ადამიანის გულს და სულს მოხვდეს ბერვრი დააფიქროს,ბერვს სინდისი შეუწუხოს,….. მართლა არაფერი არ მჭირდება ძალიან გვიანია ჩემი დახმარება მეგობრებო, უბრალოდ მინდოდა მეთქვა ესე საჯაროდ. უიმედო, ხელჩაქნეულ, შეუმდგარ, ნაძირალა ადამიანად მაქცია ამ ყველაფერმა. “
კომენტარები