ქართული ოცნების დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ჟურნალისტებთან აცხადებს:
„ნათესავები, რა თქმა უნდა, მყავს, უნათესაო, უჯიშო და უფესვო რომ ვყოფილიყავი, ამდენი ხანი პარლამენტის წევრი არ ვიქნებოდი. მირჩევს ხალხი და ვარ, კიდევ მოვემსახურები ჩემს ხალხსა და საზოგადოებას.“
ცნობისთვის,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, დეპუტატობის 13 წელის განმავლობაში ანზრო ბოლქვაძის ოჯახმა და ახლობლებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 13 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ანზორ ბოლქვაძის პოლიტიკურ გააქტიურებასთან ერთად, 2008 წლიდან მისი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა თანდათან დაიწყეს კომპანიების დაფუძნება, რომელთა შემოსავალი მეტწილად სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე იზრდებოდა. ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციის – გზების დეპარტამენტისა და ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებისგან.
კომენტარები