უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე:
,,სიტყვა “გმირს” ნუ დაუკარგავთ ფასს. ეს სიტყვები ერთმა პატარა გოგომ დაწერა რომელმაც ამ ომში ჯოჯოხეთი გამოიარა, დღეს უკვე დედაა და თავის პატრა ანგელოზს ზრდის. ბევრი იცნობთ ამ მართლაც და მეომარ გოგოს, ჩვენ რუსკას.
ხოდა წოტა მორიდება გქონდეთ ვიღაცეებს, როცა ომზე ლაპარაკობთ , როცა საკუთარ თავებს სადღაც პატრა გაჩხაკუნების გამო თავებს გმირებს ეძახით , როცა არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ იხედები და იმდენად კადნიერდები რომ მართლა მეომრებს ვეღარ ამჩნევ .
მიუხედავათ იმისა რომ , ფაქტიურად ცალი ფეხით დავდივარ , მიუხედავად იმისა რომ მაინც არ ვისვენებ და არ ვჩერდები….მე მერიდება ,ხო მერიდება იმ ჩემი შვილის ტოლა ბიჭების აი აქ ომში სასწაულებს რომ სჩადიან, ქართველის სახელს და ქართულ დროშას ამაყად რომ აფრიალებენ , ეს მართლაც ჩემზე ათასჯერ მაგრები სუყველას ვენაცვალე.
მე მერიდება იმ ბრძოლაში დაცემული ბიჭების წინაშე რომ , დღეს მე იმათ გვერდით არ ვარ იქ სადაც არიან.
ხოდა კიდევ ერთხელ და უკანასკნელად გაფრთხილებთ ცოტა მორიდება გქონდეთ,სულში ნუ ჩააფურთხებთ ცოცხალ და ბრძოლაში დაცემულ მეომრებს…..დაოკდით ნუ ქმნით საკუთარ თავებზე ლეგენდებს ,ნუ ყვებით ზღაპრებს საკუთარ თავზე .
უბრალოდ ნურც საკუთარ თავს ნუ აცხოვრებთ ტყუილში და ნურც ხალხს ნუ მოატყებთ
დაოკდით ბოლოჯერ კაცურად გთხოვთ …..”
კომენტარები