ადვოკატი, მამუკა ნოზაძე:
“ისევ მოსამართლეებზე და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მინდა ვისაუბრო.
მე პირადად კრიმინალის მიერ ჩადენილი დანაშაული უფრო უმნიშვნელოდ მიმაჩნია, ვიდრე მოსამართლის მიერ ჩადენილი. მოსამართლე, რომელიც განზრახ და მიზანმიმართულად ჩადის დანაშაულს სამსახურებრივი უფლებამოსილების და მდგომარეობის გამოყენებით, უკანონოდ და უსამართლოდ უსჯის, არის უფრო საშიში და მიუღებელი.
მოსამართლეთა ნაწილი საქმეებს არც ეცნობა და ეს თვალსაჩინოა სხდომის დროს და იმდენად აშკარა, რომ ეს ნათლად ჩანს, რადგან დაცვის მხარის კითხვებზე და მათშორის ბრალდებისასზეც გაკვირვებული კითხულობენ რატომ დასვა ესა თუ ის კითხვა მხარეებმა.
ერთ- ერთი მოსამართლე არის ლევან დარბაიძე გორის სასამართლოში, რომელიც საქმეებს არც კი ეცნობა. რაში ჭირდება მოსამართლეს საქმის გაცნობა, მაინც აკვიტებული და პირადი შეხედულებით უსჯიან უდანაშაულო ადამიანებს სასჯელებს.
ასევე უკანონობებს ჩადის მოსამართლეები გოგა კუპრეიშვილი (ჩინჩალაძის ყოფილი თანაშემწე) და გერმანე დადეშქელიანი.
ღმერთო დაიფარე ადამიანები დამნაშავე მოსამართლებისგან.”
კომენტარები