უკარინამ ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა – დეტალები

604 “ტვ პირველის” ინფორმაციით, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში  არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. სიაში მოხვდა ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი.