უკავშირდება თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მისი დამსაქმებელი კომპანიის ფარულ ოპერაციებს – “მთავარის” მტკიცებით, PF-ის ჟურნალისტმა, დათო აბრამიშვილმა მიაკვლია გარდაცვლილი პროგრამისტის მონაცემთა ბაზას, სადაც ჩანს, რაზე მუშაობდა ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.
მონაცემთა ბაზა საზღვარგარეთ მცხოვრებ IT სპეციალისტს გაშიფრა, მედიის ცნობთ და აღმოჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, მისი კომპანია უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს პარავდა და თანამშრომლობდა სუს-თან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად. მედიის თქმით, შესაძლოა, მისი სიკვდილიც სწორედ ამ ფარულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
კომენტარები