ჩინეთის ქალაქ უხანში 3 აპრილის შემდეგ პირველად კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11 გირინის პროვინციის ქალაქ შულანში 9 მაისს დაინფიცირებული ქალის კონტაქტები არიან. რაც შეეხება უხანის შემთხვევას, პაციენტის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.
კომენტარები