„ის სამი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა დარჩენილიყვნენ უჰანში, ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ხვთისიაშვილმა მოსახლეობას მათი გამხნევებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უხანში მდგომარეობა სტაბილურია.
„უხანში მდგომარეობა სტაბილური, წყნარია, არის სურსათი, წყალი. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვერ გადის რაღაც მიზეზის გამო გარეთ, არის საშუალება, რომ მიმართოს შესაბამის მომსახურების ცენტრს და სწორედ ისინი მიაწვდიან მათთვის სასურველ სურსათს, წყალს და ა.შ. მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივმართო, ის სამი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა დარჩენილიყვნენ იქ, ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ფსიქოლოგიურადაც და კარგი იქნება, თუ საქართველოს მოქალაქეები მათ რამენაირად გაამხნევებენ და გვერდში დაუდგებიან. იქნება ეს სოციალური ქსელი თუ ნებისმიერი სხვა საშუალება. მათ ძალიან სჭირდებათ გამხნევება და გვერდში დგომა. ჩვენი ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლა გაზაფხულამდეა შეჩერებული“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
კომენტარები