ჩინურ ქალაქ უხანში, საიდანაც კორონავირუსული ინფექციის გავრცელება დაიწყო, ვირუსით დაინფიცირების 1000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის მთვარობამ მკაცრი ზომების გატარება დაიწყო – ქალაქში კეტავენ უბნებსა და მაღაზიებს, მოქალაქეებს შინ დარჩენა და უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებათ.
გამოცემა იუწყება, რომ უხანის გარკვეულ ნაწილში ღორის ხორცის გაყიდვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც კოვიდით ინფიცირების შემთხვევა ღორის ხორცის მიწოდებასთან დააკავშირეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადგილობრივი ხელისუფლება კორონავირუსის კვალს საკვებს უკავშირებს.
უკვე მე-3 წელია, რაც ქვეყნის მოსახლეობა პერმანენტული შეზღუდვებით ცხოვრობს. მაშინვე, როგორც კი ვირუსის ახალი ტალღის ნიშანი ჩნდება, მკაცრ ლოქდაუნს აცხადებს.
კომენტარები