ევროკავშირის საბჭომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად 1 მლრდ ევროს ოდენობის საბრძოლო მასალის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
ევროკავშირი დააფინანსებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების და, საჭიროების შემთხვევაში, რაკეტების მიწოდებას, რომლებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთობლივად შეიძენენ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიიდან.
კომენტარები