ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო პრეზიდენტ ერდოღანის განცხადება, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების 6 პუნქტიდან 4-ზე კომპრომისთან ახლოს არიან და თქვა:
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, მზად იყო დათანხმებულიყო რუსეთის ექვსი მოთხოვნიდან ოთხს, მათ შორის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმასა და რუსულის მეორე სახელმწიფო ენად აღიარებაზე.
ჩვენი სახელმწიფო გულწრფელად მადლობას უხდის თურქულ მხარეს და განსაკუთრებით პრეზიდენტ ერდოღანს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რათა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინაში არის და იქნება უკრაინული…
მოლაპარაკების პროცესი უკიდურესად რთულია. უკრაინის დელეგაციამ დაიჭირა მტკიცე პოზიცია და არ თმობს თავის მოთხოვნებს. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტას, უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა გააგრძელებს დიალოგს თურქეთთან და ყველასთან”
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის რამდენიმე საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია, მათ შორის, “NATO, განიარაღება, კოლექტიური უსაფრთხოება და რუსული ენის ტექნიკური ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს გამოყენება. თუმცა ყირიმისა და დონბასის საკითხებზე უკრაინის დათანხმება შეუძლებელია”
კომენტარები