კორონავირუსის საფრთხის გამო, უკრაინა 17 მარტიდან ავიამიმოსვლას მთლიანად წყვეტს. ქვეყნის პრეზიდენტმა საგანგებო ვიდეომიმართვაში უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა სამი დღის განმავლობაში დაბრუნდნენ სამშობლოში.
„სამ დღეში ჩვენ ვაჩერებთ რეგულარულ ავიამიმოსვლას. სამ დღეში თქვენ უნდა დაბრუნდეთ სახლში, ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერი კარგად იქნება. გისურვებთ 36,6-ს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვლადიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის იმ მოქალაქეებს, ვინც სამშობლოში დაბრუნებას ობიექტური მიზეზებით ვერ შეძლებენ, უკრაინაში სპეცრეისებით გადმოიყვანენ, თუმცა ამისთვის მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიმართონ უკრაინის საკონსულოებს და საელჩოებს, სადაც ისინი იმყოფებიან. გარდა ამისა, უკვე დაგეგმილია იტალიაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების სპეცრეისით ჩამოყვანა.
ასევე, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ორშაბათს, 16 მარტს, ძალაში შედის განკარგულება უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით. გამონაკლისის დაიშვება იმ პირებისთვის ვისაც დროებითი ან მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ, კერძოდ, დიპლომატებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
,,ფორტუნა”
კომენტარები