რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და დუმის დეპუტატმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ადგილობრივ “პირველ არხზე” განცხადება გააკეთა და თქვა:
“უკრაინა და დასავლეთი ახალი წლის ღამით, 4-5 საათზე, როცა ყველა უკვე კარგად შემთვრალია, მაშინ უნდა დაბომბო. ყველას დაბომბვა არაა საჭირო – ვიღაცა უნდა დასაჯო, ვიღაცა უნდა შეაშინო”,
ჟირინოვსკის თქმით, ის სწორედ ასეთ ზომებს მიიღებდა, რუსეთის პრეზიდენტი თვითონ რომ ყოფილიყო.
მან უკრაინის შეიარაღებაზეც ისაუბრა და თქვა:
“ადრე უკრაინაში იმდენად აურაცხელი რაოდენობის იარაღი ჰქონდათ, რომ შეიძლება მთელი ომისთვის ყოფილიყო საკმარისი, თუმცა ყველაფერი გაძარცვეს, გაყიდეს…”
დუმის დეპუტატის მიხედვით, მძლავრი კონფლიქტი, რომელიც მასშტაბებით მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნება, კარგი იქნება, თუ 2027 წლამდე არ დაიწყება:
“2026 წელს ჩემი 80 წლის იუბილე მშვიდად აღმანიშნინეთ და მას შემდეგ, ჩემს 85 წლის დაბადების დღემდე თუ არ დაიწყებთ ომს, დიდად დამავალებთ”
კომენტარები