საქართველო – უკრაინის საფეხბურთო მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება – 2024/25 წლის სეზონის ერთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის, მესამე მატჩს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში, ჯვაროსნები უკრაინასთან გამართავენ.
მოახლოებულ მატჩებს ჯგუფის ლიდერის სტატუსით ვხვდებით, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ, პროგრესი მუდმივია, არასდროს უნდა შევჩერდეთ და საჭიროა, წინსვლა გავაგრძელოთ.
დიდად არ მიყვარს მეტოქეებზე საუბარი, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინა ინდივიდუალურად ძლიერი გუნდია, თუმცა ისიც ვიცით, რომ ძალა ჩვენშია. ძალას გვაძლევს ერთიანობა, არა მხოლოდ იმ 23 მოთამაშის, რომლებიც დღეს აქ ვართ, არამედ მთელი ქვეყნის.
ძალიან სასიამოვნო იყო გოლების გატანა, თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ვაჩვენოთ ერთმანეთს და მომავალ თაობას, რომელიც გვიყურებს, ძალა და ერთიანობა, რათა ისწავლონ, რომ ამით ბევრის მიღწევა შეგვიძლია“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი, რომლის კომენტარსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი„ ავრცელებს.
საქართველო-უკრაინის მატჩი, საქართველოს დროით, 22:45 საათზე დაიწყება.
შეგახსენებეთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია. ჯვაროსნებმა 2 თამაშიდან, მაქსიმალური, 6 ქულის მოპოვება შეძლეს.
კომენტარები