ნატო-უკრაინის საბჭოს დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა:
ჩვენ ეს-ესაა დავასრულეთ ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი შეხვედრა და ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია. ეს არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა და იმედი მაქვს, რომ არც თქვენთვის, ბატონო პრეზიდენტო. ასევე შევთანხმდით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის ეტაპი უკრაინისთვის აუცილებლობა არ იყოს და რომ კიევმა უნდა გაატაროს ყველა საჭირო რეფორმა. ჩვენ ახლა დაველოდებით ამ პროცესის დასრულებას, რათა უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების საკიუთხებზე ვიმსჯელოთ.
ბატონმა ზელენსკიმ და მე ვისაუბრეთ ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც შეგვიძლია შევთანხმდეთ ამ ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ მივაწვდით ყველა სახის დახმარებას უკრაინას, რათა თავიდან იქნას აცილებული საფრთხეები. დღეს დიდი შვიდეულის ქვეყნები აკეთებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, რომ ააშენოს ძლიერი არმია ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში, რათა გახდეს სტაბილურობის გარანტი რეგიონში.
კომენტარები