უკრაინამ ქვეყნიდან 10 კრიმინალური ავტორიტეტი გააძევა. ინფორმაციას tv4 ავრცელებს და მისი ცნობით, გამოძევებულებს შორის არიან ქართველი და სომეხი კრიმინალური ავტორიტეტები.
როგორც უკრაინის შსს იუწყება, პირებს ქვეყანაში შესვლის უფლება შეეზღუდებათ.
შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები აამოქმედა 668 პირის წინააღმდეგ, სიაში მოხვდნენ როგორც უკრაინელი კრიმინალური ავტორიტეტები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
პირების ნაწილმა, რომლებსაც კრიმინალური საქმიანობის გამო სანქციები დაუწესდათ, უარი თავად თქვეს უკრაინაში ბინადრობის ნებართვაზე და ქვეყანა დატოვეს, ნაწილი კი იძულებით დააბრუნეს თავიანთ სამშობლოში.
კომენტარები