ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წევრმა ლუდმილა მორჩენკომ „უკრაინა 24“-ის ეთერში განაცხადა:
„რამდენადაც ვიცი, ჩვენ უკვე ვეხმარებით აზერბაიჯანს სამართლებრივი და ჰუმანიტარული კუთხით. ასევე განვიხილავთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ დავეხმაროთ შემდგომში აზერბაიჯანს. უკრაინა მზადაა, სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიოს ბაქოს, მათ შორის, სამხედროც, თუ ამის საჭიროება დადგება. ეს საომარი ვითარებაა“
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
კომენტარები