უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკი:
“მათ ესმით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ეს აშკარაა. სამხედროებს კი, პირველ რიგში, ესმით, რომ რეალურად მათი ქვეყანა გაძარცვეს. მათ ესმით, რომ მსოფლიოს მეორე არმია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს, არ არსებობს. მათ ესმით, რომ უკრაინაზე თავდასხმა ნამდვილად არ იყო საჭირო, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ამ ომს და ეს იქნება ის, რაც მათ აბსოლუტურად არ მოეწონებათ. მათ ესმით, რომ ისტორიულად ისინი უმნიშვნელოდ გამოიყურებიან, დიახ, მათ ეს სადღაც ქვეცნობიერად ესმით, რადგან შეუძლებელია უცხო მიწაზე მოსულ ნაძირლებს “გმირები” უწოდოთ.
პუტინს სჯერა, რომ ზეწოლას მოახდენს. მე, მისდამი დიდი სინანულით, მინდა ვთქვა, რომ სიტყვა უკრაინა მისთვის სასიკვდილო განაჩენია”.
კომენტარები