საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას გვერდზე ვრცელდება, ამონარიდი ზვიად გამსახურდიას წერილიდან, რომლითაც ის, 1991 წელს უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავდა:
“უკრაინა, რომელმაც შეგიფარათ თავის ბარაქიან მიწაზე, მტკიცედ დაადგა ეროვნული დამოუკიდებლობის გზას და თანამიმდევრულად იბრძვის თავისუფლებისათვის, სუვერენული საქართველოს ხელმძღვანელობა და ხალხი მხარს უჭერენ მოძმე უკრაინელი ხალხის მისწრაფებას მიაღწიოს საუკუნოვან ოცნებას-თავისი ქვეყნის თავისუფლებას და არ არსებობს არავითარი დაბრკოლება, რომელიც ხელს შეუშლის სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის განმასახიერებელი ამ ოცნების ახდომას, ადამიანების უდრეკ ნებასა და ნათელ მისწრაფებებს, რომ აერთიანებს.
1991წ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.”
კომენტარები