უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლი და ამავდროულად, რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროს უკრაინული დელეგაციის წევრი მიხაილ პოდოლიაკი, ამბობს:
„ვირტუალური მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს. ბევრი სადავო საკითხია, რადგან პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების ფუნდამენტური გარანტიების შესახებ, ანუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასპექტები. ონლაინრეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებებში ბევრი საკონსულტაციო ჯგუფია ჩართული.
დელეგაციებს შორის არსებობს შეთანხმება, რომ არ განიხილონ „სამშვიდობო დოკუმენტის“ განვითარება იქამდე, ვიდრე მხარეები არ შეთანხმდებიან იმ კომპრომისულ პოზიციაზე, რომლის გასაჯაროებაც შესაძლებელია.
ამის მიუხედავად, რუსულ მხარეს ხშირად გამოაქვს ღიად საკუთარი ამბები, რათა უკრაინულ მხარეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს და უკრაინულ საზოგადოებაში კონფლიქტი გამოიწვიოს.
არის რუსეთის ფედერაციის პოზიცია – ეს არის პროპაგანდა, მათ თავი ჩაიგდეს ილუზიაში იმაზე, თუ როგორ არის სამყარო აგებული. არის უკრაინული პოზიცია, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საჯაროდ გამოთქვა: ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის მთავარი ღირებულებებია. წერტილი. რაც შეეხება თავად მოლაპარაკების პროცესს, ეს მიმდინარეობს იმისთვის, რომ გავიგოთ, სად და რამდენად შევთანხმდებით. თუ ვერ შევთანხმდებით, ვიტყვით. უკრაინა დათმობებზე არ მიდის, რადგან ეს არის ჩვენი თავისუფლება და მთლიანობა“
კომენტარები