უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიების დეოკუპაცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა.
“რას ეუბნება მსოფლიოს ეფექტიანი უკრაინული კონტრშეტევა?
1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. კონფლიქტის გაყინვა არ იქნება
2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი
3. დროა, რუსული ჯარები გაეთრიონ. იქნება მტკივნეული“
კომენტარები