მაკროფინანსური დახმარების განსაკუთრებული, მერვე პროგრამის ფარგლებში უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მილიონი ევროს ღორებულების მაკროფინანსური დახმარება მიიღო.
“სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ევროკავშირმა უკრაინას 7,2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება გაუწია. აგრესორი ქვეყნის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, ეს თანხები უკრაინას დაეხმარა გამკლავებოდა ომის ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებს და ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას. მადლობა ევროკავშირის კოლეგებს უკრაინის თანმიმდევრული და სისტემატური მხარდაჭერისთვის“, – თქვა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ.
კომენტარები