უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყანამ რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო.
„დღეს, 01:00 საათიდან, რუმინეთში ექსპორტი დაიწყო. საწყისი მოცულობა 100 მეგავატია. ევროკავშირთან უვიზო ენერგეტიკული რეჟიმი, რომელიც 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, ყოვლისმომცველ და პრაქტიკულ შედეგს იძლევა. პირველი დღის განმავლობაში, Ukrenergo National Power Company-მ, სახელმწიფოთშორისი კავშირის ხელმისაწვდომობის გაყიდვიდან, 10 მილიონი გრივნა გამოიმუშავა. ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ეს საშუალებას მოგვცემს, ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გავზარდოთ და სექტორი ევროკავშირის საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად განვაახლოთ“, – წერს შმიგალი Telegram-ზე.
16 მარტს უკრაინა გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპულ ქსელს (ENTSO-E) ოფიციალურად შეუერთდა.
კომენტარები