უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერმინისტრებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას, ომის შედეგად, 400 მლრდ დოლარის ზიანი მიადგა.
ზელენსკის თქმით, ეს მსოფლიო ბანკის შეფასებაა და საუბარია მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ახლა უკრაინა აკონტროლებს.
მისივე ინფორმაციით, ზიანის ოდენობა მოიცავს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, განვითარებას, გარემოს, ჯანდაცვის დაწესებულებებს, კულტურას და ა.შ.
ცნობისთვის, ომის დაწყებიდან ევროკავშირმა დაახლოებით 300 მლრდ დოლარის ოდენობის რუსული აქტივები გაყინა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა – დაახლოებით 100 მლრდ დოლარი, თუმცა ჯერჯერობით კიდევ არ არსებობს ცალსახა სამართლებრივი პასუხი – ლეგალური იქნება თუ არა ამ თანხების უკრაინისთვის გადაცემა.
კომენტარები