ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ რუსეთის ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად უკრაინას 500-დან 600 მილიარდ ევრომდე დასჭირდება.
“რეკონსტრუქციის მცდელობები „საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინაციას მოითხოვს და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ეს კოორდინაცია“.
” ევროკავშირი უზრუნველყოფს დიდ და ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინის აღსადგენად“.
ევროკავშირი მუშაობს უკრაინისთვის სოლიდარობის ნდობის ფონდის შექმნაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური პირი აფასებს რეკონსტრუქციის მასშტაბებს. თუმცა, ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ გაიზრდება ომის გაგრძელებისას.
კომენტარები