“უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსეთში “ვაგნერის” ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს.
“როდესაც უკრაინამ მიმართა მსოფლიოს ქვეყნებს თვითმფრინავებთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვგულისხმობდით. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო. ყველას ესმის, ვინ არის ჩართული”, – განაცხადა ზელენსკიმ.
“როსავიაციამ” დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა.
კომენტარები