პროგრამისტი, ბლოგერი, უჩა აბაშიძე:
“ესეიგი, უკრაინის ნეიტრალიტეტზე
ზელენსკი “ნეიტრალიტეტის პირობაზე” მაგიდასთან დაჯდომაზე თანახმა იყო 2 კვირის წინ ჯერ კიდევ, მეც მეწერა ამის შესახებ
მაგრამ დღეს დაიწყო ქართულმა საზოგადოებამ ამის შემჩჩნევა მხოლოდ
საინტერესო დასაკვირვებელია ხოლმე ეს ტენდენციები, როდის დგება “დრო” რო სოციუმმა რაღაც გაიგონოს, არადა ბევრად მანამდე რო ითქვა და რა არის ამის მიზეზი ხოლმე
ხოდა
დღეს დღეობით უკრაინა საერთოდ აღარ არის იგივე “ნავში” რომელშიც ჩვენ ვართ, კატეგორიულად აღარ არის
ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა “ჩეჩნეთზე ოდნავ დიდი”, რომელმაც ის ომი, რომელსაც ეხლა უკრაინა ომობს – უკვე წააგო
ჩვენ უკვე დაგვინიშნეს ჩვენი “იანუკოვიჩი”, რომელიც უკვე 10 წელია გვმართავს
უკვე მოხდა ჩვენი დემილიტარიზირებაც, “იანუკოვიჩის” დანიშვნის დღიდან – მიდის ჩვენი ჯარის დასუსტება
არათუ გაძლიერება, 20% ოკუპირებულ ქვეყანაში, არამედ დასუსტება
მიდის ის რო ოკუპანტის შესახებ სიტყვია “მტერია” ამოიღეს კანონიდან
ის რო 10 წელია ერტი რუსეთის აგენტი არ დაუჭერიათ
მთელ მსოფლიოში რუსეთის აგენტებს იჭერენ სულ, ჩვენთან ერთადერთი ქვეყანა ვართ სადაც თურმე რუსეთის აგენტები არ გვყავს
მიდის ის რო უზარმაზარი მოღალატეების კოლონა გვყავს, რომლებიც “პოლიტიკოსებენ” და ტელევიზიები აქვთ
შედეგად ქვეყნის ბრძოლის უნარიანობა სრულიად დაჩაჩანაკებულია, ბრძოლის სურვილიც განადგურებულია, ჩაჯმული აქვს რა ქვეყანას
და ამას ემატება რეალური არგუმენტაციაც – რო ძაან მცირე მოსახლეობა გვყავს, რო ჩვენი მეზობლები, ყველა – არიან ავტორიტარული ქვეყნები, რო რეგიონი საშინელია, ეკონომიკა სუსტი გვაქვს და ა.შ.
ამიტომ ჩვენთვის – “ნეიტრალიტეტი” (რომელიც იკითხება როგორც “ჩემ თავს ჩემით დავიცავ, დიახაც, ყველას ვეომები ვინც მოვა!”) – ჩვენთვის არაა ვარიანტი, ჩვენი გადარჩენა არის რომელიმე დიდ ალიანსს მიკედლება და ფიცის დადება რო “თქვენთვის – ვიომებთ ჩვენც, ოღონდ თქვენ იომეთ ჩვენთვის”
და ამ ფონზე მე მირჩევნია დავიფიცო რო ვიომებ ესტონელებისთვის და ბრიტანელებისთვის, ვიდრე რო ვიომებ რუსებისთვის და ყაზახეთისთვის (მაგათაც აქვთ ეგეთი ალიანსი ODKB-ქვია, ალტინფოს ოცნებაა მანდ გავწევრიანდეთ)
ხოდა, ჩვენს საპირისპიროდ
უკრაინასაც ძალიან უნდოდა ნატოში მოხვედრა, სასწრაფოდ – იმისთვის რო რუსეთს არ გაებედა თავდასხმა და უკრაინას არ მოწეოდა ეკონომიკის უზმაზარი ნაწილის – სამხედრო მომზადებაზე დახარჯვა
რუსეთმა ომის წინ მოსთხოვა ნეიტრალიტეტი, დემილიტარიზაცია (ჯარის პრაქტიკულად გაუქმება) და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების “რუსეთისთვის დამტკიცება” (აღიარება)
რაზეც უკრიანამ თქვა უარი, თანაც რუსეთმა გარკვევით თქვა რო ეს არ არის “მენიუ”, რომლიდანაც აირჩევთ ერთს და უარს იტყვით მეორეზეო, მთლიანად უნდა წაიკუზოთ და საკუთარ ტრაკებს აკოცოთო – ითხოვდა რუსეთი
ხოდა დღეს – როცა უკრაინამ დარტყმა მიიღო, გაუძლო, ეკონომიკა ისედაც დაენგრა, ხალხი ისედაც დაეხოცა
მარა სამაგიეროდ რუსეთი სრულიად გაპარტახებულია, ჯარის ნახევარი აღარ ჰყავს, რაც ჰყავს – ის ჯარი რო დაბრუნდება უკან სახლში, უარესს უზამს თავის მთავრობას, რუსეთი ეკონომიკურად აღარ არსებობს, რაც დრო გავა უფრო განადგურდება (იმიტო რო სანქციები ნელი პროცესია, პლიუს წლის ბოლოსკენ ნავთობპროდუქტების ყიდვასაც შეწყვეტს დასავლეთი)
ხოდა რუსეთი – უკრაინისთვის კონკრეტულად, აწი – საშიში აღარ არის
თქვენ შეიძლება ვერ მიხვდით, მაგრამ დღეის მდგომარეობით უკრაინა პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო სახელმწიფოა
რომელსაც აქვს თავდაცვის გამოცდილება, აქვს უზარმაზარი ცოდნა რა არის საჭირო, აქვს მენტალური და მორალური მზაობა იომოს, აქვს უამრავი შეიარაღება
როგროცკი ომი მორჩება, აღიდგენს და დაიმატებს იმ თავდაცვის საშუალებებს რასაც ეხლა “უჟოშკავდნენ” – და იქნება ვაფშე top10 სამხედრო ძალა პლანეტაზე
იმიტო რო თან მოსახლეობაც ჰყავს
ეკონომიკური პოტენციალიც აქვს
საჭმელიც საკმარისი აქვს
ტერიტორიით ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყანაა
ხოდა არაფრად არ სჭირდება აწი ნატოს წევრობა, ნატოს წევრობა უნდოდა იმისთვის რო ის არ დამართნოდა – რაც მოუვიდა
აწი ფეხზე არ ჰკიდია?
იქეთ ეხვეწოს ნატო, ნატოს მოქმედი წევრებიდან – უკრაინა ყველაზე ძლიერი ქვეყანაა, ამერიკის მერე, ამ მომენტისთვის
ნებისმიერი ქვეყანა იოცნებებს უკრაინასთან ალიანსში ყოფნაზე
ომი რო მორჩება, როგორც არ უნდა მორჩეს – მთელი დასავლეთის ინვესტიციები უცებ აღადგენს უკრაინას და ააშენებს და ახალ დონეებზე გაიყვანს
რუსეთი თუ იმენა ვარდისფერი საყვარელი ფუმფულა სათამაშო არ გახდება – დარჩება ეკონომიკურად განადგურებულ
სამხედრო თვალსაზრისით დაჩაჩანაკებულ
კრიმინალურ, კორუფციულ ძღრენის ორმოდ
ხოდა აღარავისთვის არ იქნება საფრთხის მომტანი კაი 40-50 წელი
ამასობაში თუ უკრაინას “დაკერავენ” – იქნებ კიდევ დათმოს ნეიტრალიტეტი და შევიდეს ნატოში (და რუსეთი ხმას ვეღარ ამოიღებს, 10 წლის მერე უკრაინა იქნება უძლიერესი სამხედრო ქვეყანა და რუსეთი იქნება უბანძესი რაც იყო ეხლა – იმაზე ბანძი)
და ან არც შევა და დაიკიდებს, რად უნდა როო?
უკრაინა სუ სხვა ქვეყანაა დღეს, და იქნება უახლოესი 100 წელი
ვიდრე ჩვენ
ეს უნდა გაიაზროთ
ჩვენ ვართ დაჩმორებული, ბანძი, რუსეთის მონა, დამარცხებული, არაფრის მაქნისი ქვეყანა
სუსტი, ლაჩარი და მოღალატე (დღეის მდგომარეობით)
უკრაინა არის – დიდი, ძლიერი, მებრძოლი, მოუდრეკელი, ვაჟკაცი, უშიშარი, დასავლური პრინციპების სისხლის ფასად დამცველი
ჩვენი და უკრაინის მომავალი – ძალიან განხვავებული იქნება აწი
და ჩვენი და უკრაინის ერთ წინადადებაში მოხსენიება უკვე დასრულდა და აწი სულ უფრო და უფრო იკლებს
მეტიც
უკრაინას აწყობს ეხლა “არ შევიდეს არცერთ ალიანსში” – იმიტო რო შესაძლოა დაჟე ჰქონდეს ექსპანსიური მიზნები და ალიანსში ყოფნა შეუშლის ხელს იმოქმედოს
ანუ თუ რუსეთი დაიწყებს დაშლას უახლოს 5 წელიწადში, უკრაინამ თავისუფლად შეიძლება იქეთ მოხოდოს კაზუს-ბელი რუსეთში პატარა ინტერვენციისთვის
ან თუნდაც ჩვენთვის დასახმარებლად, ან ჩეჩნეთის დასახმარებლად (შეიძლება ამას დაპირებულიც კი არიც იჩქერიელ მეომრებზე, რო ომის მერე ჩეჩნეთში მოხოდონ “დარტყმა” და რო უკრაინა დაეხმარება და რუსეთი ფეხს ვერ მოსჭამს უკრაინას რო რამე, იმიტო რო უკრაინაზე თავდასხმა, ომის მერე 6 თვე რო გავა მას მერე – ნებისმიერი ქვეყნისთვის თვითმკვლელობა იქნება)
ხოდა თავისუფლად “აწყობს” უკრაინას ნეიტრალიტეტი ეხლა
მთავარია რო ზელენსკი იძახის რო არ დათანხმდება არანაირ ტერიტორიულ დათმობებს (including ყირიმს არ დავთმობო) და არ დათანხმდება დე-მილიტარიზაციას
ხოდა ნეიტრალიტეტზე – ბაზარი არააო
და სწორიც არი
ჩვენ კი უნდა არაფრით არ დავთანხმდეთ არანაირ ნეიტრალიტეტზე და პირიქით, ვითხოვდეთ NATO-ში მიღებას და @რაკს ვიძლეოდეთ მაგისთვის
იმ იმედით რო იქნებ 50 წლის მერე მაინც შევქმნათ ისეთი ქვეყანა და სოციუმი რომელიც მეზობელ ქვეყნებს “დაუდგება და გაუძლებს”
დღეს კი, როცა რუსეთს კავკასიონი გადმოკვეთილი აქვს და კავკასიონს აქეთ აქვს ათობით, აააათოოობიიითთ სამხედრო ბაზა!!!! – ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის გაძლება, თეორიულადაც კი
და ამას რო დაუმატებთ იმას რო იანუკოვიჩი გვიზის აქ მეფედ, ვაფშე არანაირი შანსი არ გვაქვს ნეიტრალურად გადარჩენის
ამიტომ ეგ უნდა გაიაზროთ, უკრაინა სუ სხვაა დღეს და საქართველო სუ სხვაა და უკრაინას “აწყობს დაჟე” ნეიტრალიტეტი – ოღონდ ტერიტორიების დაბრუნების და სამხედრო ძალის შენარჩუნების (და გაძლიერების, ნეიტრალიტეტი ყოველთვის დგას ძლიერ ჯარზე) პირობით.”
კომენტარები