“უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიეცემა, საქართველოს კი – პირობები და შანსი” – ჟოზვიაკი

8,867 “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ ჟოზვიაკი Twitter-ზე წერს: “ევროკომისია წინასწარ შეთანხმებამდე მივიდა: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიეცემა ახლა, რასაც შესასრულებელი პირობები მოჰყვება. საქართველოს კი მიეცემა პირობები და შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი შემდეგ. საკითხი განიხილება მომდევნო კვირაში ევროპული საბჭოს ლიდერების მიერ”