პარტია საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“მოკლედ რომ ვთქვათ რა მდგომარეობაა კანდიდატის სტატუსზე: ბორელი ამბობს სტატუსი გვინდა მოგცეთო, მაგრამ 12-დან 9 რეკომენდაცია არ შეგისრულებიათო და სტატუსიო დამსახურებაზე არის დაფუძნებულიო. პრემიერი ამაზე პასუხობს უსამართლობას ვერ ვიტანთ ჩვენო. ბორელი ამბობს, დაიწყეთ მაინცო, დაანონსეთ, რომ გაატარებთ რეფორმებსო. პრემიერი პასუხობს, ყველაფერი შესრულებულია, პრეზიდენტი უნდა გადავაყენოთ ეგ გვიშლის ხელს სტატუსის მიღებაშიო.
1 წლის წინ ვუთხარით იგივე, რომ ნება მაინც გამოეხატათ. ახლა სტატუსამდე 1 თვით ადრე ბორელი ეუბნება შანსი კიდევ გაქვთ, გაინძერითო და არ აინტერესებთ. ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინას და მოლდოვას თუ არ დავეწიეთ მარტო სტატუსით კი არა, გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებით და გაწევრიანებით, ასიათასიანი ჩარტერის პოვნაც გაუჭირდებათ ზოგიერთებს რომ პასუხისმგებლობას გაასწრონ.”
კომენტარები