“უნდა გავიაზროთ, თუ რა მასშტაბის რისკთან გვაქვს საქმე – საუბარია კონფრონტაციაზე ორ ბირთვული არსენალის მქონე მხარეს შორის. ესკალაციის რეალური რისკი არსებობს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეორე მხრივ, უნდა ვთქვა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მეტი იარაღი და სხვა სამხედრო აღჭურვილება უნდა მიაწოდონ უკრაინას, და შეეშვან ყოველგვარ ბიუროკრატიას. დაუყოვნებლივ უნდა მივაწოდოთ უკრაინას საბრძოლო დრონები, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო რაკეტები. ყველაფერი, რაც მათ დაეხმარება იმაში, რომ თავი უკეთ დაიცვას. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ: პუტინს ან დღეს ვუპირისპირდებით, ან ხვალ თავადვე მოგვიწევს ვეომოთ, რადგან ის უკრაინით არ დაკმაყოფილდება.”
კომენტარები