გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, ბუნდესთაგში სიტყვით გამოსვლისას, ამბობს:
“შეხედეთ არსებულ ვითარებას, ბოლოს და ბოლოს, თავად უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება გამორიცხულია, ვიდრე რუსეთის ომი მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ მე მხარს ვუჭერ ვილნიუსში კონცენტრირებას იმაზე, რაც ახლა აბსოლუტური პრიორიტეტია – კერძოდ, უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერება. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ G7-ისა და ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის უსაფრთხოების ეფექტურ და გრძელვადიან გარანტიებზე”.
NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა ვილნიუსში 11-12 ივლისს იგეგმება.
კომენტარები