ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტიც ადასტურებს.
საერთაშორისო გამოცემა “როიტერსისთვის” მეილით გაგზავნილ წერილში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი წერს, რომ ბრინკი სამი წლის განმავლობაში იკავებდა ელჩის თანამდებობას, რაც ომის ზონაში ძალიან დიდი დროა.
ელჩი თანამდებობაზე 2022 წელს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა. ის კარიერით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატია, რომელმაც ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
კომენტარები