უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყანაში სულ „კოვიდ-19“-ით 22 382 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა საერთო როდენობა 669-ს შეადგენს.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 444-ით გაიზარდა და 8 439-ი გახდა.
კომენტარები