რუსმა სამხედროებმა, ჩერნიგოვის დაბომბვის დროს, სავარაუდოდ, ძველ ჩეჩნეთის ომის დროინდელი ჭურვები ჩამოყარეს. ამას მოწმობს მათში აღმოჩენილი ბროშურები, რომლის შესახებაც ინფორმაციას ცნობილი უკრაინელი ბლოგერი, ანტონ პტუშკინი აქვეყნებს.
წერილი იწყება მიმართვით ჩეჩნეთის მოქალაქეებისადმი და წერია:
მიმართვას ხელს აწერს “რუსული ჯარების გაერთიანებული ძალების სარდლობა“.
ვენაში კულტურულ ცენტრ “იჩქერიის” ხელმძღვანელი, უსეინ ისხანოვი ამბობს, რომ ასეთი ბროშურები გროზნოში, მის სახლშიც ინახება:
“ასეთი ბროშურები გროზნოში, ჩემს სახლში არქივშიც ინახება. სწორედ ასეთი ბუკლეტები ჩამოყარეს გროზნოში ომის დროს დასახლებებში, საარტილერიო ჭურვებითა და შვეულმფრენებით”, – ამბობს უსეინ ისხანოვი.
როგორც kavkazr.com წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არ აკეთებენ კომენტარს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინაში ისინი ძველ ჭურვებს იყენებენ.
კომენტარები