„უკრინფორმი“ ავრცელებს ინფორმაციას – რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის საოკუპაციო ძალების საარტილერიო ცეცხლის მაკორექტირებლები დააკავა, რომელთა შორის სასულიერო პირებიც არიან.
„33 პირის მიმართ საერთო ჯამში სისხლის სამართლის 23 საქმე აღიძრა. იქ არიან უბრალოდ მოღალატეები და გამყიდველები და არიან სასულიერო პირებიც. საკმაოდ მრავალფეროვანი საზოგადოება შეიკრიბა“, – განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილი მალიუკმა.
მალიუკის თქმით, სამღვდელოება მტრის რეზიდენტურისთვის „იდეალური გარემოა“. ამ მიმართულებით უშიშროების სამსახური მუშაობას გააგრძელებს“, – ამბობს უკრაინის უშიშროების ხელმძღვანელი.
მისი ინფორმაციით, ვინიცის ოლქში რამდენიმე ასეთი სასულიერო პირი-აგენტი დააკავეს, რომლებიც რუსეთის პატრიარქის კირილეს ახლო მეგობრები არიან და რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდნენ. მათი ურთიერთობების დადგენა მესენჯერებით მიმოწერის გაშიფვრის შედეგად გახდა შესაძლებელი.
უკრაინის უშიშროებას აქვს ასევე ეჭვი, რომ დონეცკის ოლქში დასახლება იაროვაიაში უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლები მტერთან თანამშრომლობენ და ამ ინფორმაციის გადამოწმება მოხდება.
კომენტარები