უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არჩილ დევრისაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს.
ქართველ გმირს პარასკევს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. შაბათს კი, კოჯრის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
“ერთად ვიბრძოდით 2008 წელს, საბედნიეროდ გადაურჩა 2008 წელს და შემდეგ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა ჩვენი სახელით და ყველას სახელით ზოგადად. სამწუხაროდ, შედეგიც ეს ვნახეთ, რაც დადგა. დაიღუპა ჩვენი გმირი ბიჭი, აჩიკო დევრისაშვილი”, – თქვა დევრისაშვილის ახლობელმა.
არჩილ დევრისაშვილი 27 ივლისს, ბახმუტთან ახლოს დაბომბვას ემსხვერპლა. ის გამოცდილი სამხედრო და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო, უკრაინაში ბოლოს დანაყოფ ”შავი არწივის” ერთ-ერთ ჯგუფს მეთაურობდა.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 48 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები