უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული საქართველოს მოქალაქის, თენგიზ ჭანიას ცხედარი ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს.
აფხაზეთიდან დევნილი 48 წლის კაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
უცნობია, როდის მოხდება ქართველი მებრძოლის გადმოსვენება სამშობლოში.
აფხაზეთიდან დევნილი ჭანია აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე იყო. ის იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელიც.
უკრაინაში იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა. თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდა. გადმოსვენების შემდეგ ჭანიას საოკუპაციო ხაზთან, სამხედრო პატივით, მის მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.
კომენტარები