უკრაინაში, ფრონტის ხაზზე გარდაცვლილი ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი, 32 წლის დავით ქუჩუკიანია. შემზარავი ამბის შესახებ უკვე იციან ქარელში, სადაც ქართველი მებრძოლის ოჯახი ცხოვრობს.
რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, მის ოჯახს ამ ეტაპზე არ დაკავშირებიან.
დავით ქუჩუკიანი კი გამოცდილი სამხედრო იყო, მონაწილეობდა ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში. ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომში, რამდენიმე თვის წინ, ის მძიმედაც დაიჭრა, თუმცა მაშინ ექიმებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა შეძლეს.
რაც შეეხება გუშინ, ბახმუტთან მომხდარ შეტაკებისას დაჭრილ სამ ქართველ მებრძოლს, “პირველების” ინფორმაციით, სამივე მათგანი ადგილიდან უკვე გაიყვანეს.
კომენტარები