ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე:
“როდესაც ქვეყანა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ აცხადებს, რომ წინააღმდეგია უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის, მაშინ უხერხული მომენტი ჩნდება, როგორ უნდა იქცეოდნენ ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები? რაიმე მოქმედება, თუნდაც გულწრფელი სამძიმარი აღიქმება თუ არა წახალისებად გარკვეული ქმედებების?…
ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვა”.
უკრაინაში რუსულ აგრესიას 4 ქართველი ემსხვერპლა. ერთის, ბახვა ჩიქობავას ცხედარი ამ დრომდე მარიუპოლშია და მისი გადმოსვენება ვერ ხერხდება. უკრაინაში დაღუპულები საქართველოს ხელისუფლებამ ძმათა სასაფლაოზე არ დაკრძალა.
შეგახსენებთ, უკრაინაში იბრძვის არაერთი ქვეყნის მოხალისე, გარდა ამისა, ქვეყნებიდან, რომელიც მდინარაძემ ჩამოთვალა, არაერთი სამხედრო დახმარება მიაწოდეს უკრაინას. რაც შეეხება მოხალისეებზე გაცხადებას, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მოხალისეებად არ უნდა წავიდნენ მოქმედი სამხედროები.
კომენტარები