რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში დემილიტარიზირებული სახელმწიფოს ავსტრიული ან შვედური ვარიანტი შეიძლება კომპრომისი გახდეს.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინა დემილიტარიზირებული სახელმწიფოს ავსტრიული ან შვედური ვარიანტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
„ეს ვარიანტი, რომელიც ახლა ნამდვილად განიხილება, შეიძლება განხილული იყოს, როგორც კომპრომისი“. თქვა დიმიტრი პესკოვმა.
კომენტარები