უკრაინის სამართალდამცველებმა სამ სასულიერო პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს.
მიზეზი მართლმადიდებლური ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში ხალხმრავლობა გახდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, ფაქტს „უპასუხისმგებლობა და ადამიანის ჯანრთელობისადმი უპატივცემულობა უწოდა“.
უკრაინაში მოქმედი კარანტინის გამო უკრაინის ავტოკეფალურმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა, რომ 12 აპრილს ტაძრებში არ მისულიყვნენ.
მრევლს სახლში დარჩენისკენ საგანგებოდ მოუწოდა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა, ეპიფანემ.
კომენტარები